10:00 საათის მონაცემებით მარნეულში ამომრჩეველთა 5,7%-მა მისცა ხმა

10საათის მონაცემებით მარნეულის #22 საარჩევნო ოლქში 5700 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა ,რაც საერთო ამომრჩეველთა რაოდენობის 5,7% შეადგენს. 

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით უბნებზე საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს .

ოლქში დარღვევების შესახებ 7 საჩივარი დაიწერა.