წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, 12 მაისი – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე – იმედის დღე იქნება.
დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე საკითხი მესამე მოსმენით განიხილეს. კანონპროექტს მხარი 96 დეპუტატმა დაუჭირა.
ცვლილებები მთავრობამ მოამზადა, მათი განმარტებით, ორი ათასი წლის მანძილზე ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის რწმენამ დიდწილად განსაზღვრა ქვეყნის თვითმყოფადობა, კულტურა და ისტორია.
12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნებოდა, რის გამოც ეს დღე უქმედ უკვე გამოცხადებულია.