16 წლის მოზარდზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ყოფილ დეტექტივ გამომძიებელს, კონსტანტინე ქოჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლის მადონა მაისურაძის განცხადებით, პროკურორის მოთხოვნა დაკმაყოფილებულია და დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა. პატიმრობის ვადა განისაზღვრება დაკავების დღიდან. ყოფილი დეტექტივ-გამომძიებლის მორიგი სასამართლო პროცესი 22 ივლისს ჩაინიშნა .
შეგახსენებთ , რომ 16 წლის მოზარდი ბოლნისში სამართალდამცველებმა ორი თვის წინ ქურდობისთვის ბრალდებით დააკავეს. მოზარდის განცხადებით , პოლიციელები მისგან თანამზრახველების დასახელებას ითხოვდნენ, რა დროსაც, სასტიკად გაუსწორდნენ. საქმეზე ყოფილი დეტექტივ-გამომძიებელი 28 მაისს დააკავეს.