16 წლის მოზარდის საქმეზე დეტექტივ-გამომძიებელი დააკავეს

16 წლის მოზარდის საქმეზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ ბოლნისის პოლიციის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი დააკავა.

ბოლნისის პოლიციის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი ნ. ქ. ამოცნობის შემდეგ დააკავეს. მას ბრალად ედება 16 წლის მოზარდის მიმართ არაადამიანური ქმედება.

16 წლის მოზარდი ბოლნისში სამართალდამცველებმა ორი თვის წინ ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
მოზარდის განცხადებით, სამართალდამცველები მისგან თანამზრახველების დასახელებას ითხოვდნენ, რა დროსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.

საქმეს ქვემო ქართლის პროკურატურა იძიებს.