16 წლის მოზარდის არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულ პოლიციელთა ამოცნობის პროცესი მიმდინარეობს

ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურაში, 16 წლის მოზარდის ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულ პოლიციელთა ამოცნობის პროცესი მიმდინარეობს.
ადვოკატის განცხადებით, მოზარდმა 3 სამართალდამცავი უკვე ამოიცნო, მათ შორის იყო ბოლნისის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსიც.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ სამართალდამცველებმა 16 წლის მოზარდი ბოლნისში ქურდობისთვის დააკავეს. მოზარდის განცხადებით, სამართალდამცველები მისგან თანამზრახველების დასახელებას ითხოვდნენ, რა დროსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.

საქმეს ქვემო ქართლის პროკურატურა იძიებს.