16 წლის მოზარდი , რომელიც ბოლნისის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებს არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს დაახლოებით 11 საათის განმავლობაში ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა . მოზარდმა საგამოძიებო უწყებას , ადვოკატთან ერთად მისცა ჩვენება . როგორც დაზარალებულმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა , დღეს ის პოლიციელი ამოიცნო , ვინც ფიზიკურად იძალადა და ხელი მოტეხა . მისივე თქმით უკვე ამოიცნო სამმართველოს სამი პოლიციელი მათ შორის , ის პირი ვინც გაუპატიურებით ემუქრებოდა . 16 წლის მოზარდი ყველა ბრალდებული პოლიციელის დაკავებას ითხოვს .
შეგახსენებთ , რომ 16 წლის მოზარდის საქმეზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ ბოლნისის პოლიციის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი დააკავა. მას ბრალად ედება 16 წლის მოზარდის მიმართ არაადამიანური ქმედება.
მოზარდი ბოლნისში სამართალდამცველებმა ორი თვის წინ ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
მოზარდის მტკიცებით , სამართალდამცველები მისგან თანამზრახველების დასახელებას ითხოვდნენ, რა დროსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.
საქმეს ქვემო ქართლის პროკურატურა იძიებს.