სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ ცოლისა და სიმამრის განზრახ მკვლელობის მცდელობაში. ასევე. მუქარაში ბრალდებული გ.ჯ. დამნაშავედ ცნო და სასჯელის ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
პროკურატურის მიერ პროცესზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, 2018 წლის 25 აგვისტოს, გ.ჯ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცოლის მამას ს.ს-ს საცხოვრებელი სახლის დაწვით დაემუქრა და სახლის სხვადასხვა ადგილას ნავთი მოასხა, შემდეგ კი განზრახ მოკვლის მიზნით, ცოლს გ.ს-ს გულმკერდის არეში დანით ერთი, ხოლო სიმამრს ს.ს-ს ორი ჭრილობა მიაყენა. დაზარალებულებმა ხმაურზე შეკრებილი მეზობლების მეშვეობით გაქცევა მოახერხეს. ს.ს და გ.ს დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად გადარჩნენ.
სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მხრიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები.
გ.ჯ–ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111-19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი ან მეტი პირის და ქონების განადგურების მუქარა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.