19 მაისს მარნეულში მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. მარნეულის 99717 ამომრჩეველი ჰყავს.მარნეულში ხვალ 90 საარჩევნო უბანი გაიხსნება ხმის მიცემის პროცესი დილის 8 საათიდან იქნება შესაძლებელი. მარნეულის N 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იაკობ ასანიძის თქმით, მოსამზადებელი სამუშაოები თითქმის დასრულებულია, ამ ეტაპზე ბიულეტენების გაცემის პროცესი მიმდინარეობს. 19 მაისს რიგგარეშე მერობის არჩევნები მარნეულის,ზესტაფონის, ზუგდიდის,ჭიათურისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში გაიმართება.