გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2019 წლის პირველ კვარტალში გერმანიიდან ჯამში 5 500-ზე მეტი ადამიანის დეპორტაცია განხორციელდა.
2019 წლის პირველ კვარტალში გერმანიიდან საქართველოს 352 მოქალაქე გააძევეს.
დეპორტაცია ხორციელდება დუბლინის შეთანხმების საფუძველზე. ამ შეთანხმების მიხედვით, მიგრანტებმა თავშესაფარი ევროკავშირის იმ ქვეყანაში უნდა მოითხოვონ, სადაც პირველად ჩავლენ.
2018 წლის ანალოგიურ პერიოდში დეპორტირებულთა რაოდენობა 6 235 იყო.