26 მაისის ღონისძიებები ქალაქ გარდაბანში

26 მაისს ქალაქ გარდაბანში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.
ღონისძიება 11:00 საათზე დაიწყება.

ქ.გარდაბანში, დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონიძიება გაიმართება.

მოეწყობა საგამოფენო სივრცეები, სადაც ა(ა)იპ “გარდაბნის მუნიციპალიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის” სამუზეუმო ექსპონატები, ადგილობრივი მხატვრების, ხალხური რეწვის ოსტატების, ტექსტილისა და თექაზე შესრულებული ნამუშევრები გამოიფინება.

პარალელურად გაიმართება პერფორმანსი ე.წ. „ოჩოფეხები“ და ანიმატორების მიერ წარმოდგენილი საბავშვო შოუ-პროგრამა.

მოეწყობა შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში, მკლავჭიდსა და ნარდში.

სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულები სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

სპეციალურად დამონტაჟებულ სცენაზე, მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები, აგრეთვე სოლო შემსრულებლები და საგუნდო კოლექტივები წარსდგებიან.

ღონისძიება გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდება.