3 წლის ბავშვი მე-8 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზევე გარდაიცვალა.
შემთხვევა თბილისში პეტრე იბერის ქუჩაზე მოხდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს.