სოფელ ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ 85 წლის ომარ გამყრელიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ.
ბრალდებული ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები საგამოძიებო მოქმედებებს დღეს განაახლებენ.
შეგახსენებთ,3 მაისს 85 წლის მამაკაცმა სოფელ ყანდაურაში შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, 71 წლის ცოლი კი დაჭრა. საქმეზე გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.