ხაშურში 60 წლამდე ასაკის ქალი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება. მისი ცხედარი შვილმა სახლში აღმოაჩინა.
ამ დროისთვის შემთხვევის სხვა დეტალები უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.