7 მაისს რუსთავში ანიმაციის ფესტივალი გაიმართება

ანიმაციის განვითარების ფონდის ორგანიზებით და რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის მხარდაჭერით, რუსთავში ანიმაციის ფესტივალი „თოფუზი“ გაიმართება.
7 მაისს რუსთავის კულტურის სახლში 15 საათზე თანამედროვე ქართული და უცხოური ანიმაციური ფილმების ჩვენება შედგება, რომლის ნახვაც ნებისმიერი ასაკის ბავშვს უფასოდ შეეძლება. ფილმების ჩვენებამდე კულტურის სახლის წინ დრამშოუ გაიმართება.