ავტომაგისტრალზე სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა მეხანძრე-მაშველები კვლავ შემთხვევის ადგილზე რჩებიან.

ამ დროისთვის შემთხვევის სხვა დეტალები უცნობია.