ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თელავში. ქუთაისის ქუჩაზე ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად ერთ-ერთი მანქანა მოცურდა და ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.