კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 27-ე კილომეტრი (ამლევის აგარაკები)-ორბეთის საავტომობილო გზის 9 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი, დღეის მდგომარეობით, მხოლოდ გრუნტის საფარით არის წამოდგენილი, გზა დაზიანებულია და სავალ ნაწილზე წარმოქმნილია დიდი ზომის ორმოები, რაც ავტოტარნსპორტის გადაადგილებას აფერხებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს პროცესს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე ადგილზე გაეცნო.
პრობლემის გადასაჭრელად, გზის რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებულია 9 კმ-იანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია.
კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 27-ე კილომეტრი (ამლევის აგარაკები)-ორბეთის გზის რეაბილიტაცია, თეთრიწყაროდან თბილისში მგზავრობის მანძილს დაახლოებით 15 კმ-ით შეამცირებს.
პროექტი ღირებულება 4 200 000 ლარია.
სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და 2020 წლის იანვარში დასრულდება.