19 მაისს, საქართველოს პარლამენტის შუალედურ, მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სპეციალური ცხელი ხაზი ამოქმედდება . სააგენტოს ცხელი ხაზი – (+99532) 2-40-10-10 08:00 საათიდან 20:00 საათამდე იმუშავებს.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით , საარჩევნო უბანში ამომრჩევლის დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემის ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცესკო-სთვის საარჩევნო სიების შედგენის მიზნით გადაცემულ პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზაში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მოქალაქეებმა უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე – (+995 32) 2 40 10 10, სადაც კონსულტაციას კვალიფიციური სპეციალისტები გაუწევენ.