აშშ-ში თვითმფრინავის ავარიულად დაშვების შედეგად 21 ადამიანი დაშავდა

აშშ-ში, ფლორიდის შტატში თვითმფრინავი „ბოინგ 737“ ავარიულად დაეშვა. რის შედეგადაც 21 ადამიანი დაშავდა. აღნიშნულის შესახე ინფორმაციას „სიენენი“ აქვეყნებს.

დაშავებულებს სხეულის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ. ისინი ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.

ფლორიდის შტატში, ქალაქ ჯექსონვილთან „ბოინგ 737″ მიწაზე დაშვების შემდეგ მოცურდა და მდინარე სენტ-ჯონსში ჩავარდა. ინციდენტის დროს ბორტზე 143 ადამიანი იმყოფებოდა – ეკიპაჟის 7 წევრი და 136 მგზავრი.