ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2 ვეტერან ქალბატონს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს(+ფოტო)

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2 ვეტერან ქალბატონს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეობისათვის, გამოჩენილი სიმამაცისა და დიდი პატრიოტიზმისათვის, მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქრები, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, 9 აპრილის მოვლენებისა და სამაჩაბლოს ომის მონაწილე მარინა ჯალაღანიასა და აფხაზეთის ომის დროს, ერთ-ერთ სამხედრო ჰოსპიტალში მომუშავე ია ჯანაშიას გადასცეს.