გარდაბნის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი დაიტბორა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი დაიტბორა.

ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია სოფელი აკრიანე, ბროწეულას დასახლება, მარტყოფის ერთ-ერთი უბანი. 
მთელი ღამის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა, რამაც სახნავ სათესი ტერიტორიები დატბორა.