ქალაქ ბოლნისში რამდენიმე ლოკაციაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ბოლნისის ისტორიულ უბანში, რუსთაველისა და ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე გზა ქვაფენილით მოპირკეთდება. დაგეგმილია ტროტუარების მოწყობაც.
ისტორიული უბნის რეაბილიტაციის პროცესი 3 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად მიმდინარეობს. მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვების გასართობი სივრცეები და სკვერები უკვე კეთილმოწყობილია.









