დავით გარეჯში აქცია მიმდინარეობს

დავით გარეჯში აქცია „გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია“ იმართება.

აქციას სასულიერო პირები და მრევლი, ასევე სამოქალაქო აქტივისტები დილიდან მართავენ.

ისინი ჩიჩხიტურის კოშკთან არიან შეკრებილი და აცხადებენ, რომ დავით გარეჯის ტერიტორიაზე დარჩენას აპირებს.

ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დილიდან არიან მობილიზებული დავით გარეჯის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ისინი ერთობლივად ახორციელებენ მონიტორინგს.