დამეგობრებულმა ქალაქმა რუსთავის ბაგა-ბაღებს საჩუქრები გადასცა(+ფოტო)

ქალაქ რუსთავის დამეგობრებულმა ქალაქმა პანევეჟისმა, რუსთავის ბაგა- ბაღების გაერთიანებას სათამაშოები, საყოფაცხოვრებო ნივთები და ბაღისთვის საჭირო ინვენტარი გამოუგზავნა.

საჩუქრების გადაცემის პროცესში ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ისინი დამეგობრებულ ქალაქს საჩუქრებისთვის მადლობა უხდიან.