ევროპის დღეებს რუსთავიც შეუერთდა(+ფოტო)

რუსთავში ევროპის დღეებთან დაკავშირებით ცენტრალურ პარკში სხვადასხვა აქტივობები იმართება.

პარკის რამდენიმე ლოკაციაზე სპორტული აქტივობები, ხელნაკეთი ნივთებისა და ახალგაზრდა მხატვრების ნახატების გამოფენა დღის ბოლომდე გაგრძელდება.