ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

უხვი ნალექისა და ზვავსაშიშროების გამო, გუდაური -კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

მლეთა-გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთადან ს/გზის 85-ე კმ-მდე ) მონაკვეთზე ავტომობილები  გაუჩერებლად, საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით იმოძრავებენ.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.