თამრიკო ჭოხონელიძემ რუსთაველი ახლაგაზრდებისთვის სპეციალური მასტერკლასი გამართა

ცნობილმა ქართველმა მუსიკოსმა თამრიკო ჭოხონელიძემ რუსთაველი ახლაგაზრდებისთვის სპეციალური მასტერკლასი გამართა.

მომღერალი რუსთავში ტრადიციული კონკურს-ფესტივალის „სხვა საქართველო სად არის“ ფარგლებში, სპეციალური მოწვევით იმყოფება. ფესტივალის მიზანია ახალგაზრდა კოლექტივების და ინდივიდუალური შემსრულებლების წარმოჩენა. ასევე სასიმღერო კულტურის შესწავლა – როგორც ქართველ, ისე საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოზარდებში.