ქალაქმა ბოლნისმა კონკურს ,,კალიგრაფიის მარგალიტები – 2019“-ს უმასპინძლა. ელიას მთაზე წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე რეგიონული კონკურსის დასკვნითი ეტაპი გუშინ ჩატარდა.
კონკურსის დასკვნით ეტაპში პირველ და მეორე ტურში შერჩეული ქვემო ქართლის საჯარო და კერძო სკოლების 53 კონკურსანტი იღებდა მონაწილეობას.
,,კალიგრაფიის მარგალიტები’’ მეოთხე წელია იმართება.
კონკურსის მიზანია მოსწავლეებისა და ზრდასრული პირების ქართული დამწერლობითა და მისი ისტორიით დაინტერესება, კალიგრაფიის ხელოვნების პოპულარიზაცია და ახალგაზრდების შემოქმედებითი უნარების კონკრენტულ პირობებში წარმოჩენა.
კონკურსის გამარჯვებულებს ჟიურის წევრები რამდენიმე დღეში სამივე ტურის შედეგების გათვალისწინებით, ხუთივე საკონკურსო ჯგუფიდან გამოავლენს, დაჯილდოების ცერემონიალი კი სავარაუდოდ მაისის ბოლოს გაიმართება , სადაც გამარჯვებულ კონკურსანტები დაჯილდოვდებიან. ასევე მათთან ერთად, დაჯილდოვდებიან სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლენილი მონაწილეებიც.