რუსთავის “სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის” ორგანიზებით, ხელოვნების სკოლაში, მოსწავლეთათვის მასტერკლასები გაიმართა.
სამუსიკო სკოლის პედაგოგებს ტრენინგი-სემინარი ჩაუტარდათ. ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიიდან მოწვეულმა პედაგოგებმა, მარინა ქავთარაძემ და ლეილა მარუაშვილმა, მუსიკის ისტორიისა და თეორიის შესახებ მოხსენება წარადგინეს.
მოსწავლეებისთვის სამუსიკო მასტერკლასები ნინო ქათამაძემ (საფორტეპიანო ნაწილი), მერი ჟვანიამ (ფლეიტა) და მანანა ქანთარიამ (ვიოლინო)
ჩაატარეს.