მდინარე ალაზნის ადიდების გამო სოფელ ჰერეთისკართან, ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე ალაზნის ადიდების გამო სოფელ ჰერეთისკართან, ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა.

“საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ132-კმ134 მონაკვეთზე მდ. ალაზნის ადიდების შედეგად, გზის სავალ ნაწილზე გადმოდის უხვი რაოდენობით წყალი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენის გზის გავლით განხორციელდება.”-ნათქვამია განცხადებაში.