მეტალურგიული ქარხნის წინ საპროტესტო აქცია გრძელდება (+ფოტო)

მეტალურგიული ქარხნის წინ საპროტესტო აქცია გრძელდება.

დასაქმებულების ნაწილის მოთხოვნები დაკმაყოფილდა, ფოლადსადნობი საამქროს თანამშრომლები კი ხელფასის 50% ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

აქციაზე იმყოფება პროფკავშირების წარმომადგენელი ლავრენტი ალანია , მისი თქმით პროფკავშირები მშრომელთა უფლებების დასაცავად სამართლებრივ ბრძოლაში ჩაერთვება.