მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.

აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დადგენილებაშია წერია.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო, რის საფუძველზეც მას საქართველოს მოქალაქეობა გაუუქმდა.
2017 წლის ივლისში პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.