რუსთავიდან დედაქალაქის მიმართულებით გადაადგილება დილიდან შეზღუდულია . რუსთაველები თბილისი მიმართულებით გადაადგილების პრობლემებს მიკროავტობუსების სიმცირეს უკავშირებენ . როგორც მგზავრები tv4-თან საუბრისას აცხადებენ , მიკროავტობუსების ლოდინი დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში უწევთ , რის გამოც სამსახურებში და სასწავლო დაწესებულებებში აგვიანდებათ . მათივე თქმით , მიკროავტობუსების სიმცირის გამო ალტერნატიული ტრანსპორტით გადაადგილება უწევთ .