რუსთავის ბაგა- ბაღებში ბაგის , 2-3 წლიანიასაკის ბავშვები ელექტრონული რეგისტრაციის გარეშე, განცხადების საფუძველზე, ჩაირიცხებიან-ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავის ბაგა -ბაღების გაერთიანება ავრცელებს .
“გაფართოებული საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებით, ელექტრონული რეგისტრაციის გარეშე, განცხადების საფუძველზე, ჩაირიცხებიან ბაგის (2-3 წლიანი) ასაკის ბავშვები,რომლებიც არიან:
1.მრავალშვილიანი ოჯახებიდან (ოთხი და მეტი შვილი). ამავე კატეგორიაში ჩაითვლება ოჯახი,თუ დედა მეოთხე ბავშვზეა ფეხმძიმედ.
განცხადებას თან უნდა ერთვოდეს დედის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები.
დედის ფეხმძიმობის შემთხვევაში ჩამოთვლილ საბუთებს უნდა დაერთოს ორსულობის დამადასტურებელი ცნობა.
2.მარჩენალდაკარგული ბავშვები.
განცხადებას უნდა ერთვოდეს ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი, მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი.
3.მარტოხელა დედის შვილები.
განცხადებას დაურთეთ მშობლის პირადობის მოწმობის ასლი,ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი, მარტოხელობის დამადასტურებელი ცნობა.
განცხადებები და საბუთები წარმოადგინეთ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში, მერიის მესამე სართულზე, 13 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით.”- აღნიშნულია ბაგა-ბაღების გაერთიანების განცხადებაში .