თბილისის, ახმეტელის, დოლიძის, ყაზბეგის და ფალიაშვილის ქუჩების, მეგობრობის და შარტავას გამზირის ნაწილს, ასევე მე-6 , მე-7 და მე-8 მიკრორაიონების მოსახლეობას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.
ავარიული გათიშვა რამდენიმე წუთის წინ დაფიქსირდა.
სოკარ გაზში tv4-ს განუცხადეს, რომ მთავარ მაგისტრალზე დაზიანება მოხდა. სამუშაოები უკვე დაწყებულია, თუმცა ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენა ხვალამდე ვერ მოხერდება.