“რუსთავის წყალი”მოსახლეობას SMS სერვისში გამარტივებულ ჩართვას სთავაზობს

კომპანია “რუსთავის წყალი” განცხადება ავრცელეს:

“კომპანია რუსთავის წყალი მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, რუსთავის მოსახლეობას SMS სერვისში გამარტივებულ ჩართვას სთავაზობს.

SMS სერვისში ჩართვისთვის რუსთავის წყლის მომხმარებელი მობილური ტელეფონიდან 90111-ზე აბონენტის ნომერს აგზავნის და მომენტალურად რეგისტრირდება.

აღნიშნული სერვისში ჩართული აბონენტები მუდმივად ინფორმირებულები არიან კომპანიის ტექნიკური სამუშაოების შესახებ.

მობილური ტელეფონიდან 90111-ზე გამოაგზავნე აბონენტის ნომერი და მიიღე ინფორმაცია კომპანიის ტექნიკური სამუშაოების შესახებ.

SMS სერვისში, დამატებით 1000-ზე მეტი აბონენტი ჩაერთო.

ჩაერთე და იყავი ინფორმირებული!”-ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.