რუსთავში ავარიული დაზიანების გამო ბუნებრივი აირის მიწოდება ამ დრომდე შეზღუდულია . როგორც tv4-ს „სოკარ ჯორჯია გაზი“ -ში განუცხადეს ამ დროისთვის მიმდინარეობს დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები და ბუნებრივი აირის მიწოდება 7 მაისს 18:00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება .
დაზიანების გამო ბუნებრივი აირი არ მიეწოდება N6, N7, N7ა, N8 მიკრო რაიონებს, თბილისის ქუჩას N5-დან N39-ის ჩათვლით და N2-დან N28-ის ჩათვლით, გონაშვილის, დოლიძის, ჩოხელის, ფალიაშვილის, გორის, ყაზბეგის, იალღუჯის, მელიქიშვილის, ვახუშტის, ახმეტელის ქუჩებს, მეგობრობის N2-დან N30-ის ჩათვლით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მე-3-ე დასახლებას, მელიქიშვილის ქუჩის 1, 2, 3, 4, 5 და 6 გასასვლელებს.