სატყეო უბნის სპეციალისტი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ამხილეს

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე – ჯავახეთის სატყეო სამსახურის ერთ-ერთი სატყეო უბნის სპეციალისტი ამხილეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომლის კომპეტენციაშიც შედიოდა სამოქმედო ტერიტორიაზე ტყით სარგებლობის უფლების განხორციელებაზე კონტროლი და უკანონო ტყით სარგებლობის ფაქტების აღმოჩენა, საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, ერთ – ერთ ფიზიკურ პირს მიანიჭა უპირატესობა და მისცა საშუალება, სატყეო უბნის ტერიტორიაზე, კანონდარღვევით მოეპოვებინა ნაძვის ნერგები.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.