სენაკში 24-მა მოსწავლემ ინტოქსიკაცია მიიღო

სენაკის მე-2 საჯარო სკოლის 24-მა მოსწავლემ, ინტოქსიკაცია მიიღო.

ისინი ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბავშვების ასაკი 10-11 წელია.

ამ დროისთვის საქმის სხვა დეტალები უცნობია.

აღნიშნულთან დაკავშირებით, შს სამინისტრომ გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.