ტოჩინოშინი მესამედ დამარცხდა

ნაცუ ბაშოზე ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მესამედ დამარცხდა.

ტოჩინოშინის მეტოქე მეაგაშირა მეისეი იყო. ქართველი მებრძოლის ბალანსი ახლა 9/3 გახდა.

ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად, ტოჩინოშინს მინიმუმ ერთი მოგება სჭირდება.
ჩემპიონატის დასრულებამდე დარჩენილია სამი ბრძოლა.