უკანონო თევზჭერა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დაისჯება

მაისის დასაწყისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვირითობის პერიოდში აკრძალული საშუალებებით თევზჭერა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით , თევზჭერა აკრძალულია ელექტროდენის, ელექტროშოკური აპარატის, სახლართი ბადისა ე.წ. ეკრანბადის , მოსასმელი ბადის , არასპორტულ-სამოყვარეულო თევზშწერის ბადე-იარაღების, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით. რეგულაციები არ ეხება სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერას და ის მთელი წლის განმავლობაშია დაშვებული.

უკანონო თევზჭერა ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შემთხვევაში კი დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.