ყარაჯალარში ბაგა–ბაღი ამ დრომდე არ არსებობდა (+ფოტო)

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში პირველი ბაგა-ბაღი საზემოდ გაიხსნება. სკოლამდელი დაწესებულება სამ ჯგუფზე და 100 აღსაზრდელზეა გათვლილი. რეაბილიტაციის ფარგლებში ბავშვებისთვის ადაპტირებული სველი წერტილები და გათბობის სისტემა დამონტაჟდა. საბავშვო ბაღის ყველა ჯგუფი ეკოლოგიურად სუფთა ინვენტარით და სათამაშოთი აღიჭურვა. სამზარეულოსთვის ყველა საჭირო ინვენტარი შეძენილია.