შსს-მ კოკში ერთი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოკში, საარჩევნო უბანთან ადმინისტრაციული წესით ერთი პირი დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულს ბრალი 166-ე და 173-ე მუხლებით ედება, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.