ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველს მოუწოდებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს, არჩევნებში მონაწილეობის მიიღებისკენ მოუწიდებს.

– ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ასევე საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეს მიმართავს, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას.
ანა მიქელაძემ აღნიშნა რომ 19 მაისის არჩევნებს დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი რაოდენობა აკვირდება. ცესკოს ინფორმაციით საარჩევნო პროცესს 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6 139 და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი აკვირდება.

არჩევნების დღეს აშუქებს 45 მედია ორგანიზაციის 1 917 წარმომადგენელი. საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.