ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს

ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა გორში, კერძოდ სოფელ ნაწრეტში მოხდა.
გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის ნამწვია.

ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები და კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, საქმეზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.