ხმაური #33 -ე ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე (+ფოტო)

ხმაური 33 ბაღის ტერიტორიაზე. მშობლები და ბაღის წარმომადგენლები ეზოს შემოღობვის სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ. ბაღის ტერიტორია და 13 ასურელი მამის სამლოცველო გამიჯნული არ არის.როგორც ბაღის გამგე აცხადებს ღობის გაკეთების შემდეგ ბაღს ეზო საერთოდ აღარ ექნება. მისივე თქმით სამუშაოები ერთი თვის წინ მათი მოთხოვნის შემდეგ შეჩერდა,თუმცა დღეს დილით ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე განახლდა. ბაღის წარმომადგენლები აცხადებენ რომ სამუშაოების განხორციელება სამლოცველოს ეზოს გაფართოების მიზნით ხდება. 33 ბაღში გაერთიანების ხელმძღვანელი მივიდა.