ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის ავტობანზე.
ერთმანეთს მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომობილი და სადისტრიბუციო მიკროავტობუსი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, კლინიკა ,,რუსთავში“ გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.