ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 7 კი დაშავდა.
შემთხვევა, გორი-ერგნეთის საავტომობილო მაგისტრალის მონაკვეთზე მოხდა.
მინივენს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი „ბეემვეს“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა. მინივენის მძღოლი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
დაშავებულია 5 მგზავრი რომელთა შორის 2 წლის ბავშვიცაა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სხეულის დაზიანებები მიიღეს „ბეემვეში“ მყოფმა პირებმაც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მეექვსე მუხლით მიმდინარეობს.