აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაკეტა- მიზეზად მიმდინარე საპროტესო აქციები სახელდება.

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდი დღეს დილით ცალმხრივად ჩაკეტა. მიზეზად 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენები და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში გამართული საპროტესტო აქციები სახელდება. ოკუპირებული სოხუმის დეფაქტო მთავრობის შეფასებით, აქციები პროვოკაციულ ხასიათს ატარებს. გადასვლა მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა მოახერხა – ოკუპანტებმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება მხოლოდ იმის გამო მისცეს, რომ მის შვილი დიალეზზე იმყოფება.
ამ დროისთვის უცნობია, როდის აპირებს საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის გახსნას. წინასწარი ინფორმაციით, შეზღუდვა 10 დღე იქნება ძალაში.
ფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ენგურის ხიდის ცალმხრივად ჩაკეტვას საქართველოს მთავრობაში აფასებენ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, ახლა მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს იმ ადამიანების ინტერესებზე ზრუნვა, რომელიც ყველაზე მეტად ზარალდება უკანონო შეზღუდვით-
“ჩვენ უკვე გუშინდელი დღიდან გვაქვს კომუნიკაცია ყველა ფორმალური თუ არაფორმალური არხით, მათ შორის ჩვენი პარტნიორების მეშვეობით.”