რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე დაშავებულებული მამაკაცი, რომლის იდენტიფიცირებაც ვერ ხდებოდა, იდენტიფიცირებულია. 20-დან 30 წლამდე მამაკაცი ადალაშვილის კლინიკიდან რეგიონალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მას ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონალური ჰოსპიტალის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა გიორგი ნიორაძემ განუცხადა, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
პაციენტი თავის ტვინში ჰემატომით იქნა გადაყვანილი, ოპერაციის შედეგად, რომელიც ექიმმა ლადო წიქარიშვილმა ჩაატარა, ჰემატომა ამოღებულია. ის ახლა რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მისი რეანიმაციული მონიტორინგი მიმდინარეობს.
ამ მომენტისთვის, რეგიონალური ჰოსპიტალიში აქციაზე დაშავებული 4 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. მათგან ორს თვალზე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც საკმაოდ დიდხანს მიმდინარეობდ, ორივე მათგანის შემთხვევაში, თვალის შენარჩუნება მოხერხდა.
მთავარი ყველა საქართველო აქციაზე დაშავებული მამაკაცი, რომლის იდენტიფიცირება ვერ ხდებოდა, იდენტიფიცირებულია , მისი მდგომარეობა სტაბილურად...









